LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

101
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

“ქართული ოცნების” გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ხუთ სოფელში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას, მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საოკუპაციო ზოლთან არსებული სოფლების კულტურული და სპორტული ცხოვრების განვითარებაზე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g