LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

87
pjimage-1

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მმართველი პარტიის ოფისში უკვე მივიდნენ პოლიტსაბჭოს წევრები.

ცნობილია, რომ სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.

როგორც უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა სხდომის დაწყებამდე მედიას განუცხადა, ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, ბრუნდებიან დემოკრატიულ კალაპოტში, თუ რჩებიან დემოკრატიული პროცესების მიღმა.

“გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება იმ კონტექსტით, თუ რა იქნება საუკეთესო პროცედურული პასუხი ჩვენგან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გადაწყვეტილება იქნება, რომ დემოკრატიული პროცესის მიღმა დარჩნენ, და მეორე მხრივ, რა არის საუკეთესო პასუხი, რომ პარლამენტმა როგორც დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მუშაობა განაგრძოს. ჩვენ პროცედურა შეძლებისდაგვარად გავწელეთ. შეგვეძლო ეს გადაწყვეტილება დეკემბერშიც მიგვეღო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა მოლაპარაკებისთვის შანსი მიგვეცა, ეს პროცედურები გადაიდო. პირად პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონტექსტის გააზრებას. დღესაც მოვისმინეთ მოწოდებები მათ შორის ელჩების მხრიდან, ოპოზიციის მიმართ, რომ ძირი არ გამოუთხარონ პარლამენტის ფუნქციონირებას, არ მოიქცნენ უმწიფრად, როგორც ეს მათთან დაკავშირებით ითქვა, უნდა შევიდნენ პარლამენტში. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ კონტექსტს, რომ ოპოზიცია იქცევა არადემოკარტიულად და საჭიროა, მოიქცნენ დემოკრატიულად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები