“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე პოლიტიკური თემებს განიხილავენ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხვა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად სხდომაზე კრისიან დანიელსონის ვიზიტს და მასთან დაკავშირებულ პროცესებს განიხილავენ.
პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, 13.00 საათზე უმრავლესობის შეხვედრაა დაგეგმილი.