„ქართული ოცნების“ სიის პირველი ათეული ცნობილია, ინფორმაცია პარტიის „ფეისბუქის“ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განთავსდა.
სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, მეორე კი – კახა კალაძე. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო ათეული ასე შედგა :
- გიორგი კვირიკაშვილი
2. კახა კალაძე
3.ირაკლი კობახიძე
4.თამარ ჩუგოშვილი
5.გიორგი გახარია
6.აკაკი ზოიძე
7.თამუნა ხულორდავა
8. რომან კაკულია
9.სოფო ქაცარავა
10.ირინა ფრუიძე
საარჩევნო სიასა და პროგრამას გიორგი კვირიკაშვილი პარტიის სხვა ლიდერებსა და წევრებთან ერთად დღეს საღამოს წარუდგენს მოსახლეობას.