LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

46
ირაკლი-კობახიძე

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ თავად კობახიძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისში “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ქვეყნის მასშტაბით კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ასევე განმარტა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც აიღონ სამი პროცენტი, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და არც მაშინ – 99 პროცენტი რომ აიღონ.

“თამამად შემიძლია გითხრათ ის, რაც პრინციპში, უკვე ვთქვით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, არავითარი ფორმით. ანუ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ სამი პროცენტი, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 99 პროცენტი რომ ავიღოთ, არც მაშინ დაინიშნება.

ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს თუ დაინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული, ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში, ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული.” – თქვა კობახიძემ.