LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუამ ჯურნალისტებს თხოვნით მიმართა, გაიტანონ დარბაზიდან ბანერები წარწერით “დასაჯეთ მოძალადეები”

55
BeFunky-collage

“ქართული ოცნების” წევრები პარლამენტიდან ბანერების, წარწერით “დასაჯეთ მოძალადეები” გატანას ითხოვენ. ცოტახნის წინ ჟურნალისტებთან მივიდა “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს სთხოვა ბანერები დარბაზიდან გაეტანათ.

პარლამენტის სხდომაზე ამ წუთებში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ სხდომაში მონაწილეობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ პირობას მიიღებენ, რომ ოპოზიცია და მედიის წარმომადგენლები პოლიტიკური აქტივობებისგან თავს შეიკავებენ.

“დასაჯეთ მოძალადეები” — ამ წარწერით პარლამენტის პლენარულ სესიაზე ჟურნალისტებმა საპროტესტო ბანერი მას შემდეგ გადმოფინეს, რაც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

იქამდე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გომელაურს სიტყვა შეაწყვეტინეს და ტრიბუნასთან გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g