LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნებისგან” დაიწყება პროპაგანდა: „შეიძლება მოლაპარაკებები დავიწყოთ ოკუპანტ რუსეთთან, რომ მიტაცებული ტერიტორიები დაგვიბრუნოს“ – დეკანოიძე

154
ხატია დეკანოიძე

„ქართული ოცნებისგან” დაიწყება პროპაგანდა: „შეიძლება მოლაპარაკებები დავიწყოთ ოკუპანტ რუსეთთან, რომ მიტაცებული ტერიტორიები დაგვიბრუნოს, –  შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა დგას ყალბი სამშობლოს სიყვარულზე და კონსერვატიზმზე. ამ გზავნილის ტესტირებას აკეთებენ. დაიწყება ყალბი პროპაგანდა, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი, არ გვინდა ნატო, მაგრამ შეიძლება მოლაპარაკებები დავიწყოთ ოკუპანტ რუსეთთან, რომ მიტაცებული ტერიტორიები დაგვიბრუნოს. ვისაც უახლოესი ისტორიისთვის თვალი მაინც გადაუვლია, ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის მთავარი ამოცანაა, არადამოუკიდებელი, დაპყრობილი, გაჩანაგებული, ღარიბი საქართველო. რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობს.

შეიძლება, საერთოდ რეფერენდუმზეც გამოიტანონ. შეიძლება ევროკავშირი დააყენონ საპირწონედ. რუსეთთან დალაგება, დათბობა, რამე სახის შეთანხმება, რაღაცის დაბრუნება – ეს უბრალოდ არ შეუძლებელია. რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც კლავს და იტაცებს ბავშვებს“,- განაცხადა დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g