LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ქვევრის ღვინო ლონდონში 900 ფუნტ სტერლინგად იყიდება

222
261816682-1651114681892577-7519993757177407733-n

კომპანია „ხომლის“ ქვევრის ღვინოები „ცოლიკაური“ და „უსახელაური“ ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში – Hedonism Wines-ში 500 და 900 ფუნტ სტერლინგად იყიდება. საკითხზე „ბიზნეს ფორმულასთან“ კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ ომანაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაყიდვები გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

„ჩვენმა ღვინოებმა ლონდონში უმკაცრესი დეგუსტაცია გაიარა. ღვინოს ქვევრში ვამზადებთ. მარანიც, ვენახიც და ტექნოლოგიაც ბიოსერთიფიცირებულია“,- აცხადებს ომანაძე „ბიზნეს ფორმულასთან“.

მისივე თქმით, „ხომლი“ ღვინის ექსპორტს აშშ-იც გეგმავს, თუმცა პანდემიის გამო, ლიჯისტიკა გართულებულია და ექსპორტის დაწყების ზუსტი ვადები ჯერ განსაზღვრული არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g