LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული რესტორნები საახალწლო საღამოს სურპრიზებს აანონსებენ

378

31 დეკემბრის საღამო რესტორნებისთვის ყველაზე შემოსავლიანი დღეა. შესაბამისად, ახალი წლის ღამისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. გარდა საახალწლო სუფრისა, რესტორნების დიდი ნაწილი მომხმარებელს გასართობ პროგრამებსაც სთავაზობს.

მაგალითად,  პირველად, მხოლოდ ერთი დღით რესტორანი ”სენატი” გეპატიჟებათ სრულიად განსხვავებულ-ექსკლუზიურ პროგრამაზე .  ”სენატის” მიერ წარმოდგენილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: აფრო ლათინური ბენდი, მოცეკვავეები ნიგერიიდან& ქეთი ფარესაშივილი, ანსამბლი “მეტეხი” , ქართული ნაციონალური ცეკვები . წამყვანები კი  ნიკოლო ესაკია და  თაკო აბაშიძე იქნებიან. მენიუს ღირებულება ზამთრის ვერანდაზე 150 ლარია, ევროპულ დარბაზში -170 ლარი, დიდ დარბაზში კი 100 ლარი.

სარესტორნე კომპლექს ,,შარბათში“ 31 დეკემბერს , 23:00 საათიდან  ლიკა გაჩეჩილაძე და ზურა მირზიაშვილი მოგილოცავენ დამდეგ ახალ წელს. საზეიმო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ და თქვენს განწყობაზე იზრუნებენ  ჯგუფი ,,BAND E ROLL“ , თანამედროვე ცეკვების ანსამბლი ,,ENERGY” , ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, შარბათი“ .  გარდა ამისა, რესტორანი გრანდიოზულ ფოიერვერკსა და სურვილების ასრულებას გპირდებათ.

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ”კერიაც” და გთავაზობთ გრანდიოზულ საახალწლო პროგრამას.  31 დეკემბერს აქ იმღერებენ და თქვენს გაწყობაზე იზრუნებენ ქართველი მომღერლები: ოთო ნემსაძე, გია ნიკოლაძე (ნიკოლშოუ), ბორის ბედია, ანი გოზალიშვილი (ბენდი ‘’სითი რიტმი’’) ლალიტა ლომთაძე, კვარტეტი ‘’კერია’’. მუსიკალურის გარდა, საღამო ქორეოგრაფიულადაც გაფორმდება. წარმოდგენილი იქნება: ქართული და ლათინური ცეკვები.  ”კერია” ასევე გთავაზობთ ბარმენების ცეცხლოვან შოუს, საჩუქრებს, სიურპრიზებს,  შეჯიბრსა და გათამაშებებს.

რესტორან „ფუნიკულიორში“ „ბრავო რეკორდსს“ კუბელი შემსრულებელი იანელა ბრუქსი ჩამოჰყავს საკუთარი შოუ-პროგრამით. ერთი ბილეთის ფასი 350 ლარია.

„წისქვილი ჯგუფი“ რამდენიმე ქართველი მომღერლის კონცერტს წარმოგიდგენთ, მათ შორისაა მერაბ სეფაშვილი, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, ნინი შერმადინი და ნოდიკო ტატიშვილი. ერთი ბილეთის ფასი, რომელშიც ტრადიციული სუფრაც შედის, 300 ლარია.

რესტორანი „ოტიუმი“ ნიკოლოზ რაჭველს, ნინო ქათამაძესა და „ ინსაითს“ და „შვიდკაცას“ მასპინძლობს. ბილეთის ფასი 300 ლარია ( 200 ლარი კონცერტის ღირებულება, 100 ლარი დეპოზიტი), საჩუქრად კი საახალწლო ნუგბარი და შუშხუნა ღვინო გერგებათ).

„თბილისის ივენთ ჰოლი“ წარმოგიდგენთ ბასისტ ქალბატონს, ნიკ უესტს თავის ბენდთან ერთად. ერთი ბილეთის საფასური 250 ლარია, რომელშიც საახალწლო მენიუ შედის.

„რესტორანი 8 ნომერი“ საახალწლო ღამის გატარებას ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან“ და დიჯეი ეკალასთან ერთად გთავაზობთ. ბილეთების ფასი 110 და 130 ლარია, მასში შედის საახალწლო ტკბილეული და ერთი ბოთლი ღვინო ან შამპანური თქვენი არჩევანით.

„ძველ ქალაქში“ წარმოდგენილი იქნება მუსიკალური პროგრამა ანრი ჯოხაძის, ზურა ხაჩიძის, თაკო მელიქიშვილის, თაკო ვადაჭკორიას, გიორგი მოძმანაშვილისა და ფოლკ-ჯგუფის „ჩვენები“ მონაწილეობით. ბილეთის ფასი გახლავთ 150-200 ლარამდე, საახალწლო სუფრის ჩათვლით.

დიჯეი რემბოს ახლად გახსნილ კლუბში „Block“, საახალწლო საღამოზე სალომე ბაკურაძე მღერის და თავად რემბო უკრავს. ასევე მაყურებლის წინაშე წარდგება ბენდი „მიქსტურა“. შოუპროგრამა ჯეიმს ბონდის თემაზეა აწყობილი. ბილეთის ფასი 200 ლარია. შედის ფურშეტის სტილის სუფრა, სასმელებიდან კი შეგიძლიათ აარჩიოთ კოქტეილი, არაყი ან შამპანური.

კლუბ „ბოტეგაში“ დათო გომართელი და თიკა ფაცაცია იმღერებენ თქვენთვის. ერთი ბილეთის ფასი, სადაც მენიუც შედის, 220 ლარი გახლავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g