LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სამკერვალო ფაბრიკებისთვის საექსპორტო ბაზრები მიუწვდომელია

880

მთავრობას სამკერვალო დარგის პოტენციალის 300 მილიონ დოლარამდე გაზრდა სურს, საკერვალო ფაბრიკებში კი ამ ბიზნესში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. დარგის წარმომადგენლთა განცხადებით შემოსავალი ძირითადად კორპორატიული შეკვეთებიდან აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ კლიენტების რაოდენობა და შესყიდვისუნარიანობა ბევრად ნაკლებია ვიდრე შარშან.

სამკრევალო საწარმო ,,ივერიას’’ ინფორმაციით ბოლო წლებია ბიზნეს კომპანიებმა შეკვეთები შეამცირეს. თუ რა გახდა ამის მიზეზი ’’ივერიაში’’ ვერ აკონკრეტებენ. მათივე თქმით, ფაბრიკა ახლა ძირითადად სახელმწიფო შეკვეთბზე მუშაობს. ,,ივერია’’ უნიფორმებს უკვე 25- წელია სხვადსხვა ორგანიოზაციებისთვის კერავს. ივერიაში 45-ადამიანია დასაქმებული.

რეალიზაციის შემცირებაზე ისაუბრეს „ბითიემ ტექსტილშიც“. მათი თქმით, გასული წლის სეზონთან შედარებით, ადგილობრივი გაყიდვები 40%-ზე მეტით არის შემცირებული. რეგიონებში მდებარე ფაბრიკების წარმომადგენლები კი იაფ კრედიტს ითხოვენ. მწარმოებლების ინფორმაციით უკვე დაძველებული სიმძლავრეები თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს და მათ მიერ შეკერილი ტანსაცმელი არავის უნდა, მით უმეტეს საექსპორტო ბაზარზე ვერ გაიყიდება.

საწარმოების ნაწილი საქმიანობის შეწყვეტაზეც საუბრობს. კიდევ ერთი პრობლემა საგადასახადო წნეხია. სამკერვალო ფაბრიკების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ გადასახდები ამ ბიზნესისთვის არადეკვატურად მაღალია.

შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული, ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა, ინვესტორებს სამკერვალო საწარმოს საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა. პროექტის მიხედვით, ადგილობრივი საწარმოს საქმიანობა გულისხმობს, პატრნიორი უცხოური ბრენდის ქვეშ, მისი დაკვეთით შიდა გადამუშავებისთვის საქართველოში იმპორტირებული ტექსტილის ნედლეულისგან მზა პროდუქციის შეკერვას, შეფუთვას და შემკვეთისთვის მიწოდებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g