LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სტარტაპ კომპანია გლობალური მეწარმეობის სამიტზე მიემგზავრება

50

ქართული სტარტაპ კომპანია allads.ge გლობალური მეწარმეობის სამიტზე, სტენფორდის უნივერსიტეტში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროს ცენტრში, “სილიკონ ველიზე” მიემგზავრება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დიერქტორმა სიფიო გაჩეჩილაძემ განუცხადა, allads.ge 4000 აპლიკანტიდან შეირჩა და ის 150 სტარტაპ კომპანიასთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

” 21 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით პირდადად მე წარმოვადგენ   allads-ს გლობალური მეწარმეობის სამიტზე. სამიტის განმავლობაში შევხვდები სხვა  ახალგაზრდა წარმატებულ მეწარმეებს და პოტენციურ ინვესტორებს”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, გლობალური მეწარმეობის სამიტი სტენფორდში, რომელსაც გაუძღვება აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რიგით მეშვიდეა სამიტების სერიაში. გასულ წლებში სამიტი ჩატარდა თურქეთში, გაერთიანებული არაბეთის ემირატებში, მალაიზიაში, მაროკოში და კენიაში. სამიტის მიზანია წარმოაჩინოს წარმატებული და ნიჭიერი მეწარმეები, დააკავშიროს ისინი ინვესტორებთან და შექმნას რეალური შესაძლებლობები ახალი ინვესტიციების, პარტნიორობების და თანამშრომლობების შესაქმნელად.

როგორც allads.ge-ის დირექტორმა განმარტა,  მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიების  დირექტორებსა და დამფუძნებლებს, როგორებიცაა: Linkedin, Uber, Airbnb,  Google, Dell, Facebook, Yahoo და ასე შემდეგ.

“ჩვენი მთავარი მიზანი სამიტზე არის  ახალი კონტქატების მოძიება, ინვესტორებისთვის ჩვენი იდეის გაცნობა და ახალი კაპიტალის მოზიდვა.  გარდა ამისა,  ძალიან საინტერესო იქნება საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მიღება მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებისაგან, “- განაცხადა  კომპანიის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით,  Allads არის ონლაინ რეკლამების განთავსების ცენტრალიზირებული სისტემა, რომლის მეშვეობითაც მარტივად, სულ რაღაც სამი ნაბიჯის გავლით არის შესაძლებელი საიტებზე რეკლამების განთავსება და რეკლამების ლაივ სტატისტიკის მონიტორინგი.

კომპანია დაარსებიდან  ორ თვეში უკვე თანამშრომლობს საქართველოს ტოპ 50 ვებ-გვერდთან და 30 კომპანიასთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g