LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული თეატრი დაობლდა, ძნელი წარმოსადგენია კახი კავსაძის გარეშე – სუხიშვილი

187
კახი 444~

რუსთაველის თეატრში, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ქართული ნაციონალური ბალეტი “ სუხიშვილების” წევრებიც იმყოფებოდნენ.

“ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია”, – განაცხადა  ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა რუსთაველის ეროვნულ თეატრთან ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსთაველის თეატრში კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კახი კავსაძე მისი ყველა წევრის მეგობარი იყო.

„კახი კავსაძე ძალიან დიდი პიროვნება, დიდი მსახიობი, დიდი ადამიანი, ჩემი ოჯახის ყველა წევრის მეგობარი იყო. ძალიან დიდი ტკივილია მთელი ერისთვის, ქვეყნისთვის, ქართული თეატრისთვის, ოჯახისთვის უდიდესი დანაკლისია.

ძალიან დიდ ადამიანებს ვკარგავთ. კახი კავსაძე საუკუნის ადამიანი იყო, განუმეორებელი პიროვნება და მსახიობი. ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია”,- აცხადებს ნინო სუხიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g