LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ტურიზმის სექტორი კადრებს კარგავს – ვინ მოემსახურება ტურისტულ ნაკადებს

72
lufthansa-passengers-masks

საქართველოს ბიზნესასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების გადინება და შედეგად მათი სხვადასხვა ინდუსტრიებში გადანაწილება დასახელდა.

კომიტეტის ფარგლებში, ასევე განიხილეს ტურისტული მოსაკრებელის საკითხი, ე.წ. „ტურისტული გადასახადი“, რომელიც თავის თავში მოიცავს, ქალაქის, საკურორტო, ეკოლოგიურ თუ სხვა ტურისტულ გადასახადებს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ფართოდ არის აპრობირებული.

ასოციაციის წევრი კომპანიებისა და კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი მარრის მოსაზრებით, ბიზნესმა აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან სექტორში არსებული პრობლემებსა და გამოწვევებთან გასამკლავებლად, ვინაიდან ტურისტულ ნაკადს, რომელიც ქვეყნის საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნის შედეგად ფიქსირდება სჭირდება შესაბამისი მომსახურების მიწოდება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული განვითარების კუთხით.

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს, ვინაიდან ტურისტული სეზონი ძალაში შედის და შემოსული ტურისტების ნაკადს უნდა მიეწოდოს შესაფერისი სერვისები, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის, ასევე ზოგადად ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მხრივ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვაპირებთ შეხვედრების გამართვას ტურიზმის ადმინისტრაციასთან, რათა მოხდეს პოზიციების შეჯერება და პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთიანი მიდგომის შემუშავება“, – განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g