LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ტყავის ნაწარმს მილანში გაეცნობიან

122

მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენაში LINEAPELLE ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი სამი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მილანის გამოფენაზე ქართული სტენდის ქვეშ, ტყავის პროდუქციას კომპანიები: შპს „ჯეოპელი“, შპს „ფილიმასკა“ და შპს „დერი სტანდარტი“ წარმოადგენენ. ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, მნიშვნელოვანი ბიზნეს და სავაჭრო კავშირები დაამყარონ გამოფენაში მონაწილე უცხოურ კომპანიებთან და ახალი საექსპორტო ბაზრები აითვისონ.

სავაჭრო გამოფენა მილანში 4-6 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიება 1981 წლიდან დღემდე მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენას 22 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g