LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ფლორენციაში გამოიფინება

262
Untitled

ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ბავშვის ტანსაცმლის ერთ-ერთ უდიდეს გამოფენა Pitti Bimbo-ზე მონაწილეობა მიიღონ. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და თუ გსურს წარადგინო საკუთარი ბრენდი აღნიშნულ საერთაშორისო გამოფენაზე, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/2ZYRie8

ცნობისთვის, Pitti Immagine Bimbo არის ბავშვის ტანსაცმლის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა, რომელიც ტრადიციულად ტარდება იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში. გამოფენას ყოველწლიურად სტუმრობს 10 000 ვიზიტორი და მონაწილეობას იღებს 500-მდე საერთაშორისო ბრენდი. Pitti Immagine Bimbo იზიდავს მსხვილ ბრენდებსა და მულტინაციონალურ ვიზიტორებს.

2022 წელს გამოფენის ზამთრის სეზონი ფიზიკური სახით ჩატარდება. ღონისძიების თარიღებია 2022 წლის 11-13 იანვარი. გამარჯვებული კომპანიები დამატებით ონლაინ სივრცეშიც იქნებიან წარმოდგენილი აღნიშნულ თარიღებში.

კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის და თანადაფინანსების დოკუმენტის საფუძველზე.

შენიშვნა: სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი კომპანიების რაოდენობა – 4.

2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით იტალიაში შესვლა მოხდება PCR ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების წარდგენით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები