LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების მატრასები აშშ-ში იყიდება

342

ქართული წარმოების მატრასები ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. მატრასებს შპს “როიალ-ჯორჯია” აწარმოებს.

კომპანიის საწარმო თბილისში, ჭირნახულის #5-7 მდებარეობს და ადგილზე 37 ადამიანია დასაქმებული. შპს “როიალ-ჯორჯია” სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიერ მხარდაჭერილი კომპანიაა, რომელმაც საწარმოს მოსაწყობად ჯამში 1 800 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, აზერბაიჯანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორციელდება.

”საქართველოს ბაზარი, ფაქტობრივად, სრულად გვაქვს ათვისებული. აქ ჩვენს ბრენდს ყველა იცნობს. ამასთან, ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანულ მხარესთან, ცოტა ხნის წინ კი ჩვენი მატრასების პირველი პარტია გავაგზავნეთ აშშ-ში. ვინც შეგვიკვეთა და ნახა ჩვენი მატრასები, ყველას ძალიან მოეწონა… ამიტომ, სამომავლოდ ვგეგმავთ, პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას, ეს ბაზარი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა”, – აცხადებს კომპანია ”როიალ ჯორჯიას” დირექტორის მოადგილე, პაატა მაისურაძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ასევე გეგმავს, შეიძინოს ახალი ჩარხები, კიდევ უფრო განავითაროს საწარმო და ამისთვის დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები