LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების სადაზვერვო მანქანა, დიდი ალბათობით, ექსპორტზე გავა

107
ცდსწწწწ

ქართველი მწარმოებლების მიერ აწყობილი სადაზვერვო მანქანა, დიდი ალბათობით, ექსპორტზე გავა. ამის შესახებ პრემიერის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში წერია.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ახალი სადაზვერვო მანქანა, რომელიც „დელტას“ საწარმოში ქართველი სპეციალისტების მიერ შეიქმნა, უკვე გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. სამომავლოდ კი, მანქანის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის ძირითად სფეროს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დიზაინის შექმნა, აწყობა და სერიული წარმოება განეკუთვნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g