2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ქართული წარმოშობის ფრანგი ძიუდოისტი, ლუკა მხეიძე საფრანგეთის სახელით მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ლუკა მხეიძეს გულშემატკივრობდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ფინალში დასანანი წაგების შემდეგ, მაკრონმა ლუკა მხეიძე გაამხნევა.
მოგვიანებით კი საკუთარ სოციალურ ქსელში, ლუკა მხეიძესთან ერთად გადაღებული ვიდეო ატვირთა.
ცნობისთვის, 2021 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მხეიძემ მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.