LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი გერმანიის მაღაზიებისთვის სპეციალურ კონკურსს აცხადებს

266

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში გერმანიის მასშტაბით 1100 წიგნის მაღაზია პროექტის საიმიჯო-დეკორატიული ვიზუალებით გაფორმდება.

შესაბამის სპეციალურ კამპანიას გერმანიაში გერმანული ორგანიზაცია Literaturtest და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ახორციელებენ.

კამპანიის პარალელურად მიმდინარეობს კონკურსი, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა და გამოვლინდება საუკეთესოდ გაფორმებული წიგნის მაღაზია.

გამარჯვებულის დაჯილდოვების ცერემონიალი ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში გაიმართება.

ყველაზე ლამაზად გაფორმებული გერმანული წიგნის მაღაზიის ორ წარმომადგენელს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი თბილისში სამდღიანი ლიტერატურული ტურით დააჯილდოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g