LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ფილმმა, გეი სიყვარულზე, გრანპრი მოიპოვა

377
01-trio-photographer-anka-gujabidze-h-2019

ლევან აკინის ქართულ-შვედურმა ფილმმა And Then We Danced ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი მოიპოვა. ამის შესახებ Hollywood Reporter-ი წერს.

ეს არის პირველი ქართული ფილმი, რომელიც გეი სიყვარულს შეეხება. 

ქართული გეი ფილმის მსახიობი კანის ფესტივალის აღმოჩენად დასახელდა

ფილმი გვაჩვენებს მოცეკვავის თავგადასავალს და ქართულ გეი რომანს.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში შედგა და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა.

ფილმი საქართველოშია გადაღებული.

ნახეთ ფილმის ტრეილერი ლინკზეAnd Then We Danced – ქართული გეი დრამის ტრეილერს Indiewire აქვეყნებს

აკინის განმარტებით, ფილმის ინსპირაცია 2013 წლის 17 მაისის თავდასხმა ლგბტ თემზე. რეჟისორი აცხადებს, რომ როდესაც მან ეს ამბავი იხილა, იგრძნო, რომ ამ საკითხს უნდა გამოხმაურებოდა.

“ამ ფილმზე მუშაობა ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის საკუთარ ფესვებთან დაბრუნებას ნიშნავს. სიუჟეტი რეალური ადამიანების ცხოვრებამ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა განსაზღვრა”, – ამბობს რეჟისორი ლევან აკინი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g