LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

And Then We Danced – ქართული გეი დრამის ტრეილერს Indiewire აქვეყნებს

3089
01_Trio_photographer_Anka_Gujabidze

And Then We Danced  – ასე ჰქვია შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ-შვედური წარმოების დრამას, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართება. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა.

გეი დრამის რეჟსორი ლევან აკინი წარმოშობით საქართველოდანაა.

ფილმის პირველ ტრეილერს Indiewire აქვეყნებს. Indiewire -ის მიხედვით, ფილმი საქართველოშია გადაღებული. ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

აკინის განმარტებით, ფილმის ინსპირაცია 2013 წლის 17 მაისის თავდასხმა ლგბტ თემზე. რეჟისორი აცხადებს, რომ როდესაც მან ეს ამბავი იხილა, იგრძნო, რომ ამ საკითხს უნდა გამოხმაურებოდა.

“ამ ფილმზე მუშაობა ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის საკუთარ ფესვებთან დაბრუნებას ნიშნავს. სიუჟეტი რეალური ადამიანების ცხოვრებამ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა განსაზღვრა”, – ამბობს რეჟისორი ლევან აკინი.

 

“მერაბი პატარაობიდან ემზადება ქართულ ნაციონალურ ანსამბლში თავის საცეკვაო პარტნიორ მარისთან ერთად. მისი სამყარო თავდაყირა დგება, როცა საცეკვაო დარბაზში ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი ჩნდება, რომელიც მისი მთავარი მეტოქე და სურვილის ობიექტი ხდება. არსებულ კონსერვატიულ გარემოში მერაბს რისკზე წასვლა უწევს”- ასეთია ფილმის აღწერა.

ფილმში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g