ქართულმა მარკეტინგულმა კომპანია Leavingstone-მა ევროპის განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის დახმარებით თანამშრომლობა დაიწყო ისეთ მსხვილ უცხოურ კომპანიებთან, როგორებიცაა: Netflix, Siemens, Deutsche Telekom, Fox Broadcasting Company და სხვა.
ამასთან, სწორედ EBRD-ისა და ევროკავშირის დახმარებით კომპანიამ საფუძვლიანი რეორგანიზაცება განიცადა და პროდუქტის შექმნის სტრუქტურა მნიშვნელოვნად დახვეწა.
“ჩვენ გვჭირდებოდა ფორმალური პროცედურები, ისე, რომ არ დაგვეკარგა ის არსი, რაც Leavingstone-ს შეადგენს”, – ამბობს კომპანიის დირექტორი ერეკლე ზურმუხტაშვილი EBRD-თან ინტერვიუში.
Leavingstone-ის დირექტორი ასევე აცხადებს, რომ ბერლინში იგეგმება კომპანიის ოფისის გახსნაც.
“სირთულეებით სავსე წლის მიუხედავად, მართვის სისტემებში შეტანილმა ცვლილებებმა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონცენტრირებამ ახალ ეტაპზე გადაგვიყვანა,”-აცხადებს ერეკლე ზურმუხტაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია Leavingstone 2010 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს.