LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა მხარემ ფილიპინებს ტურიზმის ინდუსტრიაში პანდემიის მართვის პროცესი გაუზიარა

51
q

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ფილიპინების ელჩს შეხვდა. მედეა ჯანიაშვილმა და ფილიპინების რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარია ელენა ალგაბრემ საქართველოსა და ფილიპინებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი ტურისტული ნაკადების აღდგენას და უსაფრთხო მიმოსვლას.

„ჩვენ გვქონდა გაცნობითი სახის შეხვედრა ფილიპინების ელჩთან. ჩვენ გავუზიარეთ პანდემიის მართვის პროცესი ტურიზმის ინდუსტრიაში. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს წამყვან ტურისტულ პროდუქტებსა და იმ პერსპექტივებზე, რაც დაგვეხმარება მოვიზიდოთ ტურისტული ნაკადი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g