LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ოცნებამ“ 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

107
Capture

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ ინფორმაცია მედიას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მმართველი პარტია მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.

შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g