LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა თაფლმა ლონდონის საერთაშორისო თაფლის პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა

66
taflebi

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრი ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანია, კოოპერატივი „კოდი“ ლონდონის საერთაშორისო თაფლის პრესტიჟულ კონკურსში London International Honey Awards 2021 გამარჯვებული გახდა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ასევე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩართულობით, ქართული თაფლის კომპანიებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ლონდონის თაფლის კონკურსში, სადაც მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 290 თაფლის სახეობა იყო წარდგენილი.

თაფლის მწარმოებელი კომპანიების „ნენა”, „რუხი დედოფალი” და კოოპერატივი „კოდის” პროდუქციამ ხარისხის შეფასების კატეგორიაში 4 ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.

ცნობისთვის, LIHA ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მცირე მეწარმებიისა და მათ მიერ წარმოებული ბიოპროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g