სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ, მათი პირველი აქტივობა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მონახულებით დაიწყეს. ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა შეხვედრები სამოქალაქო სექტორის, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრთან გამართეს.
ამერიკელი სენატორები საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერენ.
სენატორები ყურადღებას ამახვილებენ 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. “ქართველ ლიდერებს მოვუწოდებ, გააგრძელონ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და მიაღწიონ პროგრესს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებში,”- წერს რობ პორტმანი.
Productive meetings in #Georgia with PM Garbashvili, FM Zalkaliani and Amb Degnan. I encouraged the Georgian leaders to continue to implement and make progress on the April 19 Agreement, electoral and judicial reforms. pic.twitter.com/2XSaY9nzcx
— Rob Portman (@senrobportman) June 3, 2021
სენატორების თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უახლოესი მოკავშირეა.
კონგრესის დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს.