LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკების მაგიდა ჰგონიათ მკლავჭიდის დაფა, სადაც აუცილებლად უნდა გადაუგრიხო ხელი მოწინააღმდეგეს: ელისაშვილი

54
ალეკო ელისაშვილი

“ეს ჩამოსვლა დამაიმედებელი არის იმით, რომ პატარა ბავშვი არავინ არის, დაინახეს ჩვენი რეალობა, ჩვენი გაჯიუტება, დაინახეს ის, რომ კომპრომისი ძალიან გვიჭირს და ისიც, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკების მაგიდა ჰგონიათ მკლავჭიდის დაფა, სადაც აუცილებლად უნდა გადაუგრიხო ხელი მოწინააღმდეგეს.” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ბრიფინგზე ისაუბრა, გამოეხმაურა დანიელსონის მორიგ ვიზიტს საქართველში და აღნიშნა, რომ დიპლომატი ქვეყანაში არსებული რეალობის სრული აღქმით ჩამოვა.

მისი თქმით, მხარეებმა, 5-თვიანი მოლაპარაკებების მცდელობით, ქვეყნის წვალება უნდა დაასრულონ და ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა ილაპარაკონ:

“კარგად იციან ჩვენი რეალობა და კარგია, რომ ამ რეალობის სრული აღქმით ჩამოვა ბატონი დანიელსონი. რა იქნება არ ვიცი, ან რომელი მხარე რა კომპრომისზე წავა, მაგრამ მე ვიცი რა უნდა იყოს, უნდა იყოს ის, რომ 5 თვის თავზე უნდა დავასრულოთ ამ ქვეყნის წვალება და ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ. მე ვიცი, რომ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მოხდება თუ არა კაცმა არ იცის.

წესით, ძალიან უნდა გვრცხვენოდეს ქართველ პოლიტიკოსებს, როცა ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, რომ “კომპრომისი არ არის სისუსტე”, “თქვენი პარტიის ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენეთ”, “პასუხისმგებლობით შეხედეთ თქვენი ქვეყნის მომავალს”, “ერთადერთი, ვინც ამ გაჯიუტებით ხელებს იფშვნეტს და იცინის არის რუსეთი”, ამის მეტი რა უნდა გვითხრან? წესით ძალიან უნდა გვრცხვენოდეს, რომ რეალური მზაობა უნდა გვქონდეს კომპრომისებისთვის, მაგრამ გაჯიუტებულები ვართ აგერ უკვე 5 თვეა.”  – თქვა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს და დაუსვას კითხვა საკუთარ თავს, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს კრიზისი კი არა, გაჯიუტება.

magti 5g