LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები მთავრობას ჰკითხავენ: რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინელები არ დაეხოცათ?: ანდრეი ერმაკი

4471
ანდრეი ერმაკი

„ქართველები მთავრობას ჰკითხავენ: რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინელები არ დაეხოცათ?“, – აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას გააკეთა.

მისი განცხადებით, ქართველი „ადამიანები სხვანაირები არიან, რომელთაც მთავრობა და პოლიტიკოსები ვერ ეწევიან“.

ანდრეი ერმაკი მადლობას უხდის ქართველ ხალხს უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისათვის და მათ, რომელთა ოჯახის წევრებიც რუსეთ-უკრაინის ომში გმირულად დაიღუპნენ.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს დავინახეთ რომ ადამიანები სხვანაირები არიან. მთავრობები და პოლიტიკოსები ვერ ეწევიან ხალხს, ისევე როგორც ქართველი ხალხის შემთხვევაშია. შეიძლება [ხელისუფლებამ] მოიფიქროს, როგორ იყოს ამასთან და იმასთან კარგად, მაგრამ ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მან თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და მხოლოდ დროის საკითხია, როცა ეს ხალხი ძალიან მკაფიოდ დასვამს შეკითხვას: რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ძმები, უკრაინელები არ დაეხოცათ? რას აკეთებთ როცა მათ დღეს ხოცავენ?

თქვენ დემოკრატიული ქვეყანა ხართ და მე ვთვლი რომ თქვენც ასევე ძალიან დიდი ფასი გადაიხადეთ, რომ ყოფილიყავით დემოკრატიული თავისუფალი ქვეყანა, ამისთვის დიდი მადლობა თქვენ.

მე მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის უბრალო ქართველებს და მადლობა ვუთხრა ქართველი გმირების ოჯახებს ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპნენ. მინდა გითხრათ, რომ ამას არასდროს დავივიწყებთ. ესაა ნამდვილად მეგობრობა. მე მჯერა უკრაინისა და საქართველოს ნათელი მომავლის და მოდით პოლიტიკოსები მოერგონ იმას, რასაც ითხოვს და რაც სჭირდება ხალხს“, – განაცხადა ერმაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები