LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველების გარკვეულმა ნაწილმა საირმის შესახებ ახლა გაიგო“ – რა დატვირთვაა კურორტის საოჯახო სასტუმროში

196
13528681-1213413605338190-6468349482090295159-n

„პანდემიის შედეგად, ქართველებს საშუალება მიეცათ გაეცნონ ჩვენს ბუნებას, საირმის ბუნების ძალას და იმ ბენფიტებს, რაც კურორტს აქვს,“ – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საირმეში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ოლიმპოს“ ადმინისტრატორი ნატალია თევდორაძე აცხადებს. ის ამბობს, რომ ადგილობრივების გარკვეულმა ნაწილმა კურორტი საირმის შესახებ ახლა გაიგო.

რაც შეეხება სასტუმროს დატვირთულობას, ნატალია თევდორაძე ამბობს, რომ დამსვენებლების ძირითად ნაწილს ადგილობრივები წარმოადგენენ, თუმცა არიან უცხოელი ტურისტებიც, მათ შორის სტუმრები აზერბაიჯანიდან.

„ახლა, 2019 წლის აქტივობის მესამედია… დაბალი აქტივობის მიზეზი საზოგადოებაში მძიმე სოციალური ფონია, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა,“ – განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ საოჯახო სასტუმრო „ოლიმპოს“ ადმინისტრატორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g