ეგვიპტე, დუბაი და სტამბოლი – ეს ის 3 მიმართულებაა, რომელიც პანდემიის პირობებში, ქართველ მოგზაურებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„ქართველებმა უკვე დაიწყეს მოგზაურობა“ – ამის შესახებ ტურისტული კომპანია Dream Travel-ის დამფუძნებელმა ნანა ჩხეიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მიმდინარე პერიოდის აქტიურ მიმართულებებს შორის, სწორედ ეგვიპტე, დუბაი და სტამბოლია.
„ჯერ დუბაი იყო მოთხოვნადი, ახლა დაემატა ეგვიპტე და თურქეთი. აქტივობა არის, თუმცა, პანდემიამდელ პერიოდს ვერ შეედრება. რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, ზაფხულში ბევრად აქტიური პერიოდი გვექნება,“- აცხადებს ნანა ჩხეიძე.
შეგახსენებთ, საქართველოში 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა.