LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებს ძალიან გაგვიმართლა.. საბედნიეროდ ჩვენ გადავრჩით – ლევან რატიანი

187
68735247-3015857451820279-753605304037408768-n (2)

“ქართველებს ძალიან გაგვიმართლა, ინფექცია ისე არ გავრცელდა, როგორც სხვა ქვეყნებში. საბედნიეროდ ჩვენ გადავრჩით”, – ამის შესახებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მან პირველი გარდაცვლილი პაციენტის ისტორია და მასთან დაკავშირებული ემოციები გაიხსენა.

“ეს ვირუსი რამდენიმე თვეა ცირკულირებს სამყაროში. საბედნიეროდ ქართველმ ხალხმა და სახელმწიფომ შესაბამისად იმოქმედა – “დარჩი სახლში” პრინციპმა გაამართლა. ჩვენ მოგვიწევს ერთეულებთან შეხება და ეს არ იქნება ისეთი დამანგრეველი, როგორიც სხვა ქვეყნებისთვის არის.

მე ერთ-ერთი რიგითი ექიმი ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი პროფესია. ეს არის დარგი, სადაც მთელი გული და სული უნდა ჩადო, რომ პაციენტი გადაარჩინო.

მახსოვს, ინტერვიუზე რომ გავდიოდი, სულ ვფიქრობდი როგორ უნდა დამეწყო. აქამდე არ მქონია ჟურნალისტებთან შეხება. ყველაზე გამიჭირდა ინფორმაციის მიწოდება პირველი გარდაცვლილის შესახებ. არ ვიცოდი როგორ გამომეცხადებინა, ამ დროს ჩვენ 130 პაციენტი გვყავდა.

მას შემდეგ, რაც გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სათითაოდ ყველასთან შევდიოდი, ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი, რომ თქვენ ეს არ გემუქრებათ.

იქ ვიყავი გული რომ გაჩერდა. ჩამოიშალა თავიდან ბოლომდე მთელი 70-კაციანი სამსახური, ყველა ტიროდა“,- ამბობს ლევან რატიანი.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულები არ არიან. ლევან რატიანის თქმით, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას პირველი ივლისიდან დაიწყებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g