საქართველოს მოქალაქეების, შესაძლოა, კიდევ ერთი უქმე დღით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ. საქმე ისაა, რომ საკანონმდებლო წინადადება უკვე პარლამენტშია წარდგენილი.
წინადადება თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეკუთვნის. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.
რაც შეეხება წინადადების შინაარსს, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის დღე, ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდეს.
ცნობისთვის, ამჟამად, საქართველოში დადგენილია 17 უქმე დღე. ისინი ემთხვევა საერო ან მართლმადიდებლურ საეკლესიო დღესასწაულებს.შედარებისთვის, ევროპაში საშუალოდ უქმე დღეების რაოდენობა 11 -ია. ყველაზე მეტი, ანუ 15 უქმე დღე აქვს სლოვაკეთს, ხოლო ყველაზე ცოტა – 7 დღე, ნიდერლანდების სამეფოს.