LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი დეპუტატები მოსკოვში მიდიან – რუსული პრესა

299
1505731152526839

“პატრიოტთა ალიანსის წევრები” მოსკოვში მიემგზავრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ rambler.ru ავრცელებს და წერს, რომ ისინი მოსკოვში დუმის წევრებს შეხვდებიან. ინფორმაციას გიორგი ლომია “რია ნოვოსტს” უდასტურებს. “ფორტუნამ” მასთან და ადა მარშანიასთან დაკავშირება და ინფორმაციის გადამოწმება სცადა, თუმცა მარშანია ზარებს არ პასუხობს, ლომიამ კი თათბირის გამო, კომენტარის გაკეთებაზე, ჯერჯერობით უარი განაცხადა.

რუსული პრესა წერს, რომ ქართველი დეპუტატები მოსკოვში 14 ივლისს ჩავლენ. დელეგაციაში იქნებიან: ადა მარშანია, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე.

“ოფიციალური შეხვედრა იქნება პარლამენტში. როგორც ინფორმაცია მაქვს, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ლეონიდ კალაშნიკოვიც [სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე]” – განაცხადა ლომიამ “რია ნოვოსტთან.”

ინფორმაცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრების რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით, რუსულ პრესაში 24 ივნისსაც გავრცელდა. მაშინ გიორგი ლომიამ “ფორტუნასთან” ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ეს იყო ალიანსის პოზიცია.

არ ვგეგმავთ რუსეთში წასვლას – პატრიოტთა ალიანსი

შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობა ბოლოს საქართველოში გავრილოვის ვიზიტის გამო დაიძაბა. მისმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა საზოგადოება გააღიზიანა, შედეგად, მას ვიზიტის სასწრაფოდ შეწყვეტა და რუსეთში დაბრუნება მოუწია, სავარძლის მეპატრონე ირაკლი კობახიძეს კი თანამდებობის დატოვება. გავრილოვის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღა, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. [შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ასეული დაიჭირეს, ხოლო ორი ცალი თვალით დაბრმავდა]

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

პროცესების ამგვარად განვითარების გამო, საზოგადოების ნაწილი უკვე 20 დღეა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს – უშედეგოდ. მათი სხვა მოთხოვნები შესრულდა.

ჩვენ ამას გავუმკლავდებით – რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა…

გავრილოვის რუსეთში დაბრუნების შემდეგ, პუტინმა საქართველო ამ ქცევისთვის დასაჯა და ავიამიმოსვლის გაუქმების ბრძანება გასცა. ბრძანება ძალაში 2 დღის წინ შევიდა.

თუმცა, ორი დღის წინ, ამაზე სკანდალური მოვლენები განვითარდა – “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, პ.ს.-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტს, რუსულადვე გრძელი, უხამსი მონოლოგი მიუძღვნა, რომელიც ძირითადად მის გინებას მოიცავდა.

მონოლოგის ეთერში გასვლიდან მალევე, რუსეთის დუმამ ადგილობრივ მთავრობას საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება შესთავაზა. ამ შეთავაზებას გუშინ გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ სანქცების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g