ნიუ-იორკში პანდემიის ფონზე, ქართველმა ჟურნალისტმა, სოფო ჯაჯანაშვილმა და ქართველმა ფეხბურთელმა, ზურაბ ქათამაძემ ქორწილი გადაიხადეს. სოფო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი იყო.
ის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგაც მუშაობდა. მისი მეჯვარე სწორედ, პრეზიდენტის ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანია. ისინი, საფრანგეთში ცხოვრებისას დამეგობრდნენ.
ქორწილს, ამერიკაში მცხოვრები, ცნობილი ქართველებიც ესწრებოდნენ.