მას შემდეგ, რაც მეუფე პეტრე ცაავამ დღევანდელი სინოდის სხდომა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად გამოვიდა, ყველა მისი სკანდალური განცხადების შესახებ საუბრობს.
„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტმა, სალომე კვარაცხელიამ დადო ამონარიდი ვიდეოდან, სადაც ჩანს მისი გაოცებული სახე, როცა მეუფე პეტრეს განცხადებას ისმენს.
„ჩემი რეაქცია მეუფე პეტრეს განცხადების გაკეთებისას. შოკი,მეხი, მეორედ მოსვლა, ისეთები ამოუშვა ბაგედან)))).
საქართველოს საპატრიქრქო,წმინდა სინოდის სხდომა, 31.10.2019 წელი“, – წერს ჟურნალისტი.
სალომე კვარაცხელიას ამ ფოტოს სოციალურ ქსელებში აზიარებენ და წერენ, რომ ასეთია მთელი საზოგადოების რეაქცია.

