LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მხატვრები ლუვრში საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენენ

370

ქართველი მხატვრების გამოფენა პარიზში წელს ისევ გაიმართება. ქართველი მხატვრები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ და მასშტაბურ არტბაზრობაში, რომელიც პარიზში, ლუვრის მუზემში ტარდება, სახელწოდებით  „კარუსელ დუ ლუვრი“.

არტბაზრობაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მხატვრები: გიორგი ტაბლიაშვილი, ლელა ტაბლიაშვილი, მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილი, რომლებიც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ ემიგრანტ მოქანდაკესთან დარეჯან ბერეკაშვილთან ერთად, ფართო და პრესტიჟულ სივრცეში წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.

გამოფენა გაიმართება 20-22 ოქტომბერს. მასში მონაწილეობას მიიღებს 700-მდე მხატვარი და გალერეა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  გამოფენას ეყოლება 100 000-მდე დამთვალიერებელი.

აღსანიშნავია, რომ პარიზის გამოფენის შემდეგ, გიორგი ტაბლიაშვილი და ლევან ბუჯიაშვილი ასევე მიწვეულები არიან საფრანგეთში, ქალაქ ბორდოსა და შვეიცარიაში, ქალაქ მონტროში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პრესტიჟულ არტბაზრობებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g