გალტ & თაგარტი ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს ინვესტირება, ეთერეუმის ფასზე მიბმულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 2017 წლის სექტემბერში, გალტ ენდ თაგარტმა, G&T Trader-ის პლათფორმის საშუალებით, თავის მომხმარებელს მისცა უნიკალური შესაძლებლობა განეხორციელებინა ინვესტირება ბიტკოინის ფასზე მიბმულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში. დღეიდან, გალტ ენდ თაგარტი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს უკვე ეთერეუმის ფასზე დაშენებულ საინვესტიციო ინსტრუმენტებს.
”მომხმარებლის მხრიდან, კრიპტოვალუტების მიმართ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, გალტ & თაგარტმა ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ში დაამატა კიდევ ორი ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტი: Ethereum Tracker One და Ethereum Tracker EUR, რომლებიც წარმოადგენენ ეთერეუმის ფასზე დაშენებულ საინვესტიციო ინსტუმენტებს. შესაბამისად, მათი ფასები დაყვებიან და ასახავენ ეთერეუმის ფასის ცვალებადობას ამერიკულ დოლართან მიმართებით. აღნიშნული საინვესტიციო ინსტუმენტები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ინვესტირება განახორციელოს მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერეუმის, ფასის დინამიკაში და გახსნას შესაბამისი პოზიციები”, – განმარტავენ გალტ & თაგარტში.
მათივე ცნობით, Ethereum Tracker One დენომინირებულია შვედურ კრონაში, ხოლო Ethereum Tracker EUR – ევროში. ორივე ინსტრუმენტის პროვაიდერია XBT Provider AB და ივაჭრება Nasdaq OMX -ის საფონდო ბირჟაზე. მომხმარებელს, GT Trader-ის პლატფორმაში ინსტრუმენტების სანახავად, საძიებო ველში უნდა აკრიფოს სიტყვა „Ethereum”. ინსტრუმენტების ფასების სანახავად კი საჭიროა Nasdaq OMX-ის საფონდო ბირჟის გამოწერა შემდეგნაირად: Account > Subscriptions > Stock Exchanges>Nasdaq OMX .