LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი პარა ძიუდოისტი გიორგი ქალდანი ანტალიის 2022 წლის გრან-პრის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია

160
გიორგი ქალდანი

„ქართველი პარა ძიუდოისტი გიორგი ქალდანი პარა ძიუდოში ანტალიის 2022 წლის გრან-პრის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია“,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარალიმპური კომიტეტი ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი ქალდანი 73 კგ წონით კატეგორიაში, ფინალში აზერბაიჯანელ პარასპორტსმენ აბასლის შეხვდა, მეტოქეს ვაზარი აართვა, სამი გაფრთხილება მიაცემინა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

„ვულოცავთ გიორგი ქალდანს, მთელ ნაკრებს, მწვრთნელს ლევან ქოჩიევს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.

დღეს, ამავე ტურნირზე მიხეილ შიობრიშვილმა იასპარეზა.

აზერბაიჯანელ პარასპორტსმენს სძლია, ნახევარფინალში კი გერმანელ, შემდეგ თურქ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა.

საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრები გუნდი ანტალიის გრან-პრის გათამაშებიდან ოქროს მედლით ბრუნდება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g