საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეზოში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა „Invictus Games“-ის ოფიციალური დროშა აღმართეს. „ძლიერთა თამაშების“ მხარდამჭერი კამპანია ოფიციალურად დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
2018 წელს საქართველოს სახელს საერთაშორისო არენაზე 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი მონაწილეობას სპორტის შვიდ სახეობაში: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე მიიღებს. წელს „ძლიერთა თამაშები“ ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში ოფიცილურად 20 ოქტომბერს გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიალს შეიარაღებული ძალების სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებიც ესრებოდნენ. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია და სპორტულ აქტივობებში ჩართულობა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები წელს „ძლიერთა თამაშებში“ უკვე მეოთხედ ტარდება.