LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ტუროპერატორები უკრაინელებთან ერთად ტურისტული პაკეტებს შეიმუშავებენ

138
shutterstock_404518141

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორის Pan Ukraine-ს თანამონაწილეობით, საქართველოში უკრაინიდან გაცნობითი ტური მოეწყო, სადაც უკრაინის სხვადასხვა ქალაქის ტურისტული კომპანიების 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

9- დღიანი ინფოტურის განმავლობაში უკრაინელმა სტუმრებმა თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა, გორი, უფლისციხე, ვარძია, ახალციხე, წყალტუბო, ქუთაისი და ბათუმი მოინახულეს. თბილისსა და ქუთაისში უკრაინელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.

ინფოტური უკრაინიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ქუთაისის ტურიზმის ცენტრისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში უკრაინიდან საქართველოში 33,645 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 8.9%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ტურისტულ ბაზარზე ქართული პროდუქტების რეალიზება მოხდეს და ტურისტული ნაკადი გაიზარდოს.

„უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, მოხარულები ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ უკრაინის წამყვან ტურისტულ კომპანიებს, მათმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საქართველოს ძირითადი ტურისტული ლოკაციები. ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს და უკრაინელ ტურ-ოპერატორებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ბიზნეს ურთიერთობები, რომ უკრაინის ტურისტულ ბაზარზე ქართული ტურისტული პროდუქტების რეალიზება მოხდეს და გაიზარდოს ტურისტული ნაკადი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g