LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი წყვილის სასტუმრო ვენის ცენტრში – განსაკუთრებული ფასებით ქართველებისთვის

3929
58462066-473167283426570-662363491247587328-n

თუ ვალსის, ხელოვნების, გალერეების, მუზეუმებისა და დახვეწილი პარკების ქალაქში დასვენება გადაწყვიტეთ, ეს ის საჭირო ინფორმაციაა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ – ქართველი წყვილის გახსნილი 2 აპარტამენტი არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქში, მზად არის გიმასპინძლოთ.

როგორც იცით, მსოფლიოს გამორჩეულად ლამაზ და საინტერესო ქალაქში განთავსება არც თუ ისე იაფი ჯდება. სწორედ ამიტომ, ვენაში მცხოვრებმა ქართველებმა – ლაშა გაბიჩვაძემ და ლიკა კირვალიძემ საკუთარი სასტუმრო ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს, რომლის ფარგლებშიც ვენის ცენტრში, ცოტა ხნის წინ, 2 აპარტამენტი გახსნეს.

როგორც ლიკა კირვალიძე ამბობს, აპარტამენტები გათვლილია მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ დამსვენებლებზე, თუმცა აქ საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული პირობებია და შეღავათები მოქმედებს.

ავსტრია უცხოელ მუშა-ხელს ეძებს

რა პროფესიის ადამიანები სჭირდებათ ავსტრიულ კომპანიებს?

ქართველი წყვილის აპარტამენტებიდან ერთ-ერთი Nussdorfer Straßes-ზე მდებარეობს. აღნიშნული ქუჩიდან ვენის ისტორიულ ცენტრში ზუსტად 20 წუთში აღმოჩნდებით.

„ეს არის 6 ოთახიანი აპარტამენტი, ვაქირავებთ ოთახებს 2-დან 4 კაცამდე და ფასი დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობასა და ჩამოსვლის თარიღზე. ფასი მერყეობს დაახლოებით 40-50 ევრომდე 2 კაცზე და 80-90 ევრომდე – 4 კაცზე. რაც შეეხება ოთახების კეთილმოწყობას, ოთახში არის კარადა, ორკაციანი საწილი და ორკაციანი გაშაშლელი დივანი. ასევე, მაგიდა და სკამები. თითოეული ოთახი დაახლოებით 20-25 კვადრატული მეტრია, ორი დიდი ფანჯარით… აპარტამენტი მდებარეობს მეტროს გაჩერების პირდაპირ და აქედან ქალაქის ნებისმიერ წერტილში მოხვედრა არის უმარტივესი.

რაც შეეხება მეორე ბინას, ის სტუდიოს ტიპისაა და 4 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. ფასი ასევე მერყეობს სტუმრების რაოდენობასა და ჩამოსვლის პერიოდზე – ერთი ღამის ღირებულება 120-160 ევრომდეა. ბინა მდებარეობს ვენის ცენტრალურ ნაწილში და ზუსტად ერთი ქუჩა ჰყოფს ისტორიულ ცენტრამდე. დაახლოებით, ფეხით 10 წუთის სავალზეა წმინდა სტეფანეს ცნობილი ტაძარიც (St. Stephen’s Cathedral, Vienna)”, – განმარტავს ლიკა კირვალიძე.

მისივე ინფორმაციით, ქართველი წყვილის აპარტამენტები განთავსებულია როგორც ბინების ონლაინ გაქირავების პლატფორმა airbnb- ზე, ის booking.com-ზე. ამასთან, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ აპარტამენტების მფლობელებს შემდეგ საკონტაქტო ნომერზეც: viberi/whatsappi 00436641238919, ან მიიწერონ აპარტამენტების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ პირდაპირ დაკავშირების შემთხვევაში, ბინას შედარებით შეღავათიან ფასად იქირავებთ, ვინაიდან თანხას ვებგვერდების (airbnb-ის და booking.com-ის) მომსახურების საკომისიო აღარ დაემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g