LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქარვასლაში” ცხოველების, ფრინველებისა და ქვეწარმავლების გამოფენა ეწყობა (ფოტო, ვიდეო)

412
BeFunky-collage

სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ზოოფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებაზე, რომელსაც ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაცია ხელმძღვანელობს, დამთვალიერებლები სხვადასხვა ჯიშის ცხოველების, ფრინველებისა და ქვეწარმავლების ნახვას შეძლებენ. მოეწყობა აქტივობები, გათამაშებები, ასევე ჩატარდება ლექცია და ცხოველების პატრონები ვეტერინარი ექიმებისაგან უფასო კონსულტაციებს მიიღებენ.

ფესტივალი პირველად 2017 წელს გაიმართა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალის მიზანი დამთვალიერებლებისთვის ცხოველების გაცნობა, ვეტერინარიის პოპულარიზაცია და ცხოველების კეთილდღეობის და მოვლა-პატრონობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ფესტივალი სამი დღის განმავლობაში, 16 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები