LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქარვასლაში” ქართული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

213

მოძრაობა kar.ge-ის ორგანიზებით 18, 19 და 20 დეკემბერს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში ქართული ხარისხიანი პროდუქტების სამდღიან გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

გამოფენა პარასკევს, 18 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიხსნება. ორგანიზატორები მონაწილე კომპანიებთან ერთად გასაყიდად წარმოადგენენ ქართულ ხარისხიან პროდუქტებს და მოწყობენ დეგუსტაციებს. მოძრაობა kar.ge და სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლას“ მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვა მეორედ ტარდება. პირველი 26-27 სექტემბერს შედგა.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობენ: AG მიკროელექტრონიკა, თექამიქსი, ნიკორა, ღვინის მარანი მანაველი, ქართული ჩიფსი Frixx, ბებოს ნობათი, ქართული წინდა, ჩირკოლადი, კომპანია BPC, ასკილის წვენი, ბადაგი, კოკლოზინას ბაქლავა, ქართული ყავა ჩერი, ნახევარფაბრიკატების საწარმო ჩვენებური, ბებოს ლავაში, Delicato (ქეითერინგი), საირმე, მედა ბრაითი, ქართული სიგარილა “RAMONA”, წყალტუბოს სიროფი, კარაქი „ნაგემი“, სს საქართველოს სათბურის კორპორაცია, ლიმონათი ხილიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g