ჰოლივუდში „ოქროს გლობუსის“ ამბასადორთა წვეულება გაიმართა, სადაც პირს ბროსნანის ვაჟები, 22 წლის დილანი და 18 წლის პერისი ოფიციალურად გამოაცხადეს გუნდის წევრებად. ამ დღეს მედიის ყურადღების ცენტრში 51 წლის ჯეიმი ფოქსი და 46 წლის ქეით ბეკინსეილი მოექცნენ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები მათი რომანის შესახებ და დღეს ეს ჭორები, ფაქტობრივად დადასტურდა.
ჯერ კიდევ ნოემბერში ქეით ბექინსეილმა რეჟისორ ლენ უაიზმანთან განქორწინების პროცედურა დაიწყო, ჯეიმი ფოქსი კი, აგვისტოში ქეთი ჰოლმსს დაშორდა. საინტერესოა, რომ „ოქროს გლობუსის“ ამბასადორთა წვეულებას ასევე ესწრებოდნენ რობერტ პატინსონი, ემილია კლარკი, კამილა მორონე და სხვები.