LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი „სტელა მაკარტნისა“ და „ერდემის“ კაბებში საშობაო ვახშამზე (ფოტო)

megan

დედოფალ ელისაბედის მიერ ორგანიზებულ საშობაო ვახშამს სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრო. სანდრინგემში გამართულ შეხვედრაზე ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ პრინცი ჩარზლი და მისი ვაჟები ოჯახებთან ერთად. პირველი პაპარაცების ობიექტივში პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მოხვდნენ, რომლებსაც შვილები, ჯორჯი და შარლოტა ახლდათ. მოგვიანებით კი, დედოფლის სასახლესთან გამოჩნდნენ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი. საინტერესოა, რომ უილიამი და ჰარი ავტომობილებს თავად მართავდნენ.

ყურადღება მიიქცია ქემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგინიების ჩაცმულობამ. საშობაო ვახშამზე ქეითმა არჩევანი „სტელა მაკარტნის“ ვარდისფერ კაბაზე გააკეთა, რომელიც მასზე ადრეც გვინახავს. რაც ეხება მეგან მარკლის, ის „ერდემის“ ყვავილაბიან კაბაში იყო გამოწყობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები