დღეს პრინც უილიმისა და ქეით მიდლტონის უცმროსი ვაჟი, პრინცი ლუი 1 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე პრინცის სამი ახალი ფოტო გამოქვეყნდა. ფოტოების ავტორი თავად ქეით მიდლტონია, რომელიც ფოტოგრაფიით წლებია გატაცებულია.
ფოტოები ბუნების ფონზე, ნორფოლკშია გადაღებული. პატარა პრინცი წითელი და ლურჯი ფერის თბილ სვიტერში პოზირებს.