უელსის პრინცესა ქეთრინი, რომელსაც მთელი მსოფლიო შავი თმის ფერით იცნობს, ბუნების ისტორიის მუზეუმის განახლებული ბაღების გახსნაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა.
43 წლის პრინცესამ თეთრი პერანგი, პიჯაკი და მუქი ლურჯი შარვალი მოირგო, თუმცა მთავარი ყურადღება მისმა ახალმა, ტალღოვანმა ვარცხნილობამ მიიპყრო, მას თმა აქამდე არსებულზე ბევრად ღია ფერის ჰქონდა.
სილამაზის ექსპერტების შეფასებით, პრინცესას ახალი იმიჯი „უბრალო ქერა“ არაა, ის უფრო მონაცრისფრო-ყავისფერი პალიტრაა, საშუალო ტონებით, რომელიც დღითიდღე უფრო ტრენდული ხდება.
აღსანიშნავია, რომ ქეთრინს, რომელსაც ბოლო წლებში ზაფხულობით თმის ოდნავ გაღიავების ჩვევა აქვს, ამ ზაფხულსაც გამბედავი ცვლილებით შეხვდა.
კაშკაშა ლურჯი კაბა, ჩალის ქუდი და ძვირფასი სამკაულები – ქეით მიდლტონის ბრწყინვალე ლუქი „უიმბლდონზე“
ქეით მიდლტონი მაკრონების პატივსაცემად „დიორის” ულამაზეს ანსამბლში გამოეწყო
ქეით მიდლტონი „ჟივენშის“ წითელ კაბასა და პრინცესა დაიანას ცნობილი ტიარით გალა ვახშამზე



