LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის მოვალეობებს პიპა მიდლტონი ითავსებს (ფოტო)

62

ქეით მიდლტონის უმცროსი და, პიპა მიდლტონი ამჯერად ბრისტოლში, სამეფო ოჯახის ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრა. ესაა იმ საქველმოქმედო მოვალეოების ნაწილი, რომელსაც ქეით მიდლტონთან ერთად მისი და, პიპა ითავსებს. 34 წლის პიპამ პატარა პაციენტები მოინახულა, მათ მშობლებსაც ესაუბრა და ექიმებისგან ისტორიები პირადად მოისმინა. ჰოსპიტალში ვიზიტისას პიპამ სადა სამოსზე გააკეთა აქცენტი. ის შავ როლინგსა და კუბოკრულ ქვედაბოლოში კლასიკურად გამოიყურებოდა.

შეხვედრის ამსახველი ფოტოებიდან ჩანს, რომ პიპასთვის ქველმოქმედება უპირველესია. მან პატარა პაციენტებისგან საჩუქრები, საახლწლო სუვენირები და მისალოცი ქარდებიც მიიღო. ესა საშობაო აქციის ფარგლეგში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილია. გამომდინარე იქიდან, რომ ქეით მიდლტონი ახლა ორსულადაა, პიპა ცდილობს დის ნაცვლად  მოვალეობების ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g