ქეით მიდლტონი პირველად გამოჩნდა საჯაროდ მას შედეგ, რაც დაავადების რემისიის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. პრინც უილიამთან ერთად მიდლტონი ჰოლოკოსტს გადარჩენილ ადამიანებს შეხვდა.
43 წლის მიდლტონი მათთან შესახვედრად გილდჰოლის რეზიდენციაში მივიდა, ამ დღეს ის სრულად შავებში იყო გამოწყობილი და ანსამბლს მარგალიტის სამკაული ასრულებდა. ბრიტანული პრესა ყურადღებას ამახვილებს ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანებისა და ქეით მიდლტონის ემოციურ შეხვედრაზე. ქეითი 89 წლის სტივენ ფრენკსა და 87 წლის ივ ბერსტაინს პირადად გაესაუბრა და მათთან ფოტოებიც გადაიღო.
ქეით მიდლტონმა ქიმიოთერაპიის დასრულებისთანავე, სპორტდარბაზში ვარჯიში განაახლა