LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა კაბა პრინცესა დაიანას საპატივცემულოდ შეარჩია (ფოტო)

1603
katediana

გუშინ ქეით მიდლტონი ოფიციალური ვიზიტით ბლეტჩი-პარკში იმყოფებოდა. ქეითი ჯერ პარკთან, მის შესახვედრას მისულ ფანებს შეხვდა, მოგვიანებით კი ის სტამბა მოინახულა, სადაც წლების წინ მისი ბებია მუშაობდა. ქეითი „ალექსანდრა რიჩის“ ულამაზეს კოპლებიან საგაზაფხულო კაბაში იყო გამოწყობილი. კაბას თეთრი საყელო და მანჟეტები ამშვენებდა. ეს კაბა ქეითს ადრეც ეცვა, პრინცი ჩარლზის 70 წლის იუბილეზე,როდესაც სამეფო ოჯახმა სრული შემადგენლობით ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

დღეს მედია პარალელს ავლებს ქეითისა და პრინცესა დაიანას კაბებს შორის. ზუსტად ასეთივე კოპლებიანი, თეთრ საყელოიანი კაბა ეცვა პრინცესა დაიანას 1985 წელს, კენსინგტონის სასახლეში გადაღებულ ფოტოზე. მედიაში წერენ, რომ ქეით მიდლტონმა კაბა პრინცესა დაიანას საპატივცემილოდ შეარჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g